საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა

15 დეკემბერი 2023, 14:55 585 ნახვა

ცალსახად პოზიტიური, თუმცა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება- ასე აფასებენ პოლიტოლოგები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია დასავლური გზით სვლა და საბოლოო შედეგამდე მისვლა. გამოწვევას უწოდებს კანდიდატის სტატუსის მიღებას პროფესორი გიორგი მასალკინი. ამბობს , რომ დიდ სიხარულთან ერთად ეს სტატუსი დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნისთვის.მისი განმარტებით, სტატუსის მინიჭებას ბენეფიტები მრავალი მიმართულებით მოჰყვება, მათ შორის ევროპული განათლების კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომობის მხრივ. თუმცა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ, ქვეყანაში ბევრი ცვლილებაა საჭირო. პოლიტოლოგი კობა ჯუმუშაძე კი ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსიდან წევრობამდე გზაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალი წლის არჩევნებია,რასაც გამადიდებელი შუშით დააკვირდება ევროპა. თუმცა კანდიდატის სტატუსი საქართველოს ბევრ სიკეთეს მოუტანს ,მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი