დასრულდა ბათუმის მერიისა და სპორტული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტურნირი ეზოს ფეხბურთში, რომელიც ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა და ქალაქის 12 ადმინისტრაციული ერთეულის 24 გუნდი იყო ჩართული. უმცროსი ასაკის შეჯიბრებაში გაიმარჯვა ბაგრატიონის ქუჩის უბნის გუნდმა „ბაგრატიონი ერთმა“ გაიმარჯვა, მოზრდილთა ასაკობრივ კატეგორიაში კი ჩემპიონის ტიტული სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა, რომელმაც ფინალში „ბაგრატიონი ორი“ 6:3 დაამარცხა. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.