აშშ-ის საელჩოს დელეგაცია ელჩ რობინ დანიგანთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
"გუშინ ჩვენ ვუმასპინძლეთ საქართველოში აშშ-ის საელჩოს დელეგაციას ელჩ დანიგანის ხელმძღვანელობით თვაურებში, ოძისსა და გორაკაში პატრულირებისას. ჩვენმა დამკვირვებლებმა მიაწოდეს დელეგაციას ინფორმაცია „ბორდერიზაციის“ ბოლო ქმედებებთან და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე გადაადგილების შეზღუდვის გავლენასთან დაკავშირებით“,- ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.