ჯანდაცვის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, ნეიტრალური პირადი ნომრით რეგისტრაციის მქონე პირებისთვის - თეა ახვლედიანი

12 დეკემბერი 2023, 20:29 445 ნახვა

სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან, უფასო ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომის ხელშეწყობა და ამ მიზნით, მუშაობის გაგრძელება შესაბამისი მექანიზმების სათანადო ფუნქციონირების და მათი შემდგომი სრულყოფის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმაში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში უაღრესად მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან, უფასო ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომის ხელშეწყობა.

„ამ მიზნით, მუშაობის გაგრძელება შესაბამისი მექანიზმების სათანადო ფუნქციონირების და მათი შემდგომი სრულყოფის უზრუნველსაყოფად. ჯანდაცვის კუთხით, რეფერალური სახელმწიფო პროგრამის უწყვეტ და ეფექტიან ფუნქციონირებასთან ერთად, გრძელდება აფხაზეთის რეგიონის დახმარება სათანადო მედიკამენტებითა და ვაქცინებით. სიახლეს რაც წარმოადგენს, წელს ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცვლილებები განხორციელდა საქართველოს მთავრობის სამ დადგენილებაში, რის შედეგადაც ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, იქნება ეს ც-ჰეპატიტის, დიალიზის, ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მომსახურების, დიაბეტის თუ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, ხელმისაწვდომი გახდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, ნეიტრალური პირადი ნომრით რეგისტრაციის მქონე პირებისთვის, რაც სამშვიდობო ინიციატივით ჩვენს მიერ დანერგილი მორიგი მექანიზმია“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი