აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტმა ხელვაჩაურის სპორტსკოლების პედაგოგებთან გასვლითი სხდომა გამართა. სასპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,სტანდარტული შენობების მშენებლობა და წრიული დამატებითი სექციური სამუშაოები - ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რომლის შესახებაც გასვლით შეხვედრაზე ისაუბრეს პედაგოგებმა. აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი სპორტული სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებებისა და შენიშვნების შესახებ დოკუმენტს მოამზადებს და განათლების სამინისტროს წარუდგენს.