“მენეჯმენტის ფსიქოლოგია და კომუნიკაცია ორგანიზაციაში” - ამ და სხვა თემებზე ბათუმში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დასაქმებული პირებისთვის ლექცია მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში მოწვეული ტრენერები ალექსანდრე ჯეჯელავა და ზურაბ მხეიძე ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს მუდმივი განვითარების საჭიროებებსა და 21-ე საუკუნეში წარმატების მიღწევის შესახებ ესაუბრებიან. შეხვედრის მიზანი ტურიზმის სფეროში დასაქმებულ თანამშრომელთა პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და რეგიონში მომსახურების ხარისხის ამაღლებაა. შეხვედრა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით დაიგეგმა.