NDI-ის კვლევა

11 დეკემბერი 2023, 14:51 564 ნახვა

ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა, 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას - ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ახალი კვლევა ავტორების თქმით, ევროკომისიის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარდა. კვლევის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, მეტი ადამიანი, 46 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია, 69 პროცენტი ამბობს, რომ თავს დაცულად გრძნობს. თუმცა ამავე დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქეები თავს დაუცველად ძირითადად სიღარიბისა და ეკონომიკური საკითხების გამო წუხან ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზეც. კვლევაში შეფასებულია მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობაც. გამოკითხულთა უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის.

მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. არცერთი პარტია - 47%; "ქართული ოცნება" - 19%;ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" - 4%;

NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება. ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი