გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - NDI-ის კვლევა

11 დეკემბერი 2023, 13:25 466 ნახვა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხვის მიხედვით, უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. როგორც კვლევაშია აღნიშნული, კითხვა დაისვა, რომ საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს და რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 47% - არცერთი პარტიას;
  • 19% - „ქართული ოცნება“;
  • 13% - უარი პასუხზე;
  • 6% - არ ვიცი;
  • 4% - „ნაციონალური მოძრაობა“;
  • 12% - სხვა პარტიები.

კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. აქვე კვლევის ავტორებისგან წერია, რომ კითხვა დაისვა თვით ადმინისტრირების მეთოდით: რესპონდენტს გადაეცა პლანშეტი 14 პარტიის ჩამონათვალით, რესპონდენტმა თავად მონიშნა სასურველი პოლიტიკური პარტია, შემდეგ დააჭირა ღილაკს „შემდეგი“ და დაუბრუნა ტაბლეტი ინტერვიუერს.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი