აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბოლო ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა და პარალელურად მეგზევის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით დეპარტამენტის თანამშრომლები დააჯილდოვა. შეხვედრაზე მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. 2023 წელს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე 22 მიმართულებით ასფალტბეტონი მოეწყო, აშენდა 159 ხელოვნური ნაგებობა, 17 ახალი ხიდი და 127 საყრდენი კედელი. მომდევნო წელს დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს 27 მიმართულებით საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, 19 ხიდის, 160 საყრდენი კედლისა და 45 დამცავი ნაგებობის მოწყობა.