უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 89 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

08 დეკემბერი 2023, 09:53 370 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 89 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, მთლიანობაში მტერმა განახორციელა 3 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა და 47 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

ღამით რუსეთი უკრაინას შვიდი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, რომლიდანაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხუთის ჩამოგდება მოახერხეს.

როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რუსეთმა უკრაინას პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დნეპროპეტროვსკის რეგიონს შეუტია, ხოლო ბელგოროდის ტერიტორიიდან S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით კი ხარკოვის რეგიონს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინული ჯარები აგრძელებენ თავდასხმას ბახმუტის სამხრეთით.

პარალელურად,  უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რადა მიმდინარე კვირაში კენჭს უყრის გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სამსაზიდსში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მათი პრიორიტეტი იმ გადაწყვეტილების შესრულებაა, რომლებიც საჭიროა უკრაინისთვის ევროპული მიმართულებით სავალ გზაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში