დღეს, ნიონში, უეფა-ს სათაო ოფისში ვაჟთა ასაკობრივი, 17 და 19-წლამდე გუნდების წილისყრა გაიმართა, სადაც ორივე ასაკობრივ ჯგუფში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატების ელიტ რაუნდის ჯგუფები დაკომპლექტდა.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, ელიტ რაუნდში - შოტლანდიას, ჩეხეთს და იტალიას დაუპირისპირდება. მატჩებს 20-დან, 26 მარტის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე მოხვედრას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გუნდები შეძლებენ.
რაც შეეხება საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებს გიორგი ჩიტაურის გუნდი ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად - თურქეთს, სერბეთს და დანიას შეხვდება. ჯგუფის მატჩებს 20-დან, 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფი გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს.