რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. თარიღი ფედერაციის საბჭომ უკვე დაამტკიცა.
„დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან“, - ნათქვამია საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას თქმით, განიხილება სამდღიანი არჩევნების ჩატარების საკითხიც, ამ შემთხვევაში ხმის მიცემა 15, 16 და 17 მარტს გაიმართება.