უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლების ღია მიმართვა ევროპულ საბჭოს

06 დეკემბერი 2023, 14:50 467 ნახვა

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 165 პროფესორ-მასწავლებელი ევროპულ საბჭოს მიმართავს და მოუწოდებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა რეფორმების აუცილებლობას გულისხმობს, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებას და საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას. „მზად ვართ აქტიურად დავეხმაროთ ქვეყანას ევროკავშირის საერთო პრინციპებისა და ამოცანების განხორციელებაში და თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩვენი სტუდენტების, მოქალაქეებისა და ფართო ევროპული საზოგადოების საკეთილდღეოდ.“ -აღნიშნულია მიმართვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი