ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ 17-მა წევრმა დატოვა

05 დეკემბერი 2023, 15:25 415 ნახვა

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა" 17-მა წევრმა დატოვა, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა და ადგილობრივი ორგანიზაციის 3-მა წარმომადგენელმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, მაია კალანდიას განმარტებით, პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული მმართველობა, რამაც განაპირობა მათი გადაწყვეტილება.

პარტია დატოვეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კომისიების თავმჯდომარეებმა და ფრაქციის თავმჯდომარემ.

ზუგდიდის საკრებულოში  „ნაციონალური მოძრაობიდან“ სულ 22 წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში "ნაციონალური მოძრაობა"  8 წევრმა დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში