ენმ-ის მიმართვა პრეზიდენტს

05 დეკემბერი 2023, 14:04 425 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ბათუმის ორგანიზაცია  საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეიწყალოს ბათუმელი სპორტსმენები. პარტიაში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულები პოლიტიკური პატიმრები არიან და მხოლოდ  იმიტომ დასაჯეს, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს ასევე სახალხო დამცველს და საელჩოებს ამ საქმით დაინტერსდნენ. ბათუმელი სპორტსმენები ძმები რეზო და ფირუზ  წულუკიძეები, ელდარ  ანთაძე  და ჭელიძეები  2 წლის წინ ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და  მასში მონაწილეობის ბრალდებით  დააკავეს.

რამდენიმე თვის წინ პატიმრობაში მყოფი  ძმები  თამაზ და თორნიკე ჭელიძეები საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.

ძმებ წულუკიძეებს და ელდარ ანთაძეს 5, ჭელიძეების ბიძაშვილებს 4 წლის ვადით   აქვთ  პატიმრობა მისჯილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი