ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშეები

05 დეკემბერი 2023, 10:44 329 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე სეზონის საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვით გამოავლინეს.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოკითხვაში მონაწილეობდნენ სპორტული მედიის წარმომადგენლები. წელს პირველად, ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად სპეციალისტებთან ერთად, გულშემატკივრებიც მონაწილეობდნენ.

სეზონის მეკარე: გიორგი ლორია

სეზონის მცველი: მამუკა კობახიძე

სეზონის ნახევარმცველი: გიორგი არაბიძე

სეზონის თავდამსხმელი: ჯოვინო ფლამარიონი

წლის საუკეთესო მწვრთნელად ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო დასახელდა. წლის გოლად კი ბათუმის დინამოს ფეხბურთელის ცოტნე ფაცაციას მიერ თელავის კარში გატანილი გოლი დაასახელეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში