საპასუხისმგებლო მომენტია ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის, რომელიც ისწრაფვის წევრობისკენ, იმედი მაქვს, საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღწეული კონსენსუსი - ანდრიუს კალინდრა

04 დეკემბერი 2023, 20:55 477 ნახვა

ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია როგორც თავად ევროკავშირისთვის, ევროპული ქვეყნებისა და ხალხისთვის, ასევე საქართველოსთვის, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ლიეტუვა ევროპელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობს კონსენსუსის მისაღწევად, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ბევრი სახელმწიფო სწორედ ერთსულოვნად იღებს, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

„დრო ორ კვირაზე ნაკლებია. ევროკავშირის ძალა კონსენსუსით მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოიხატება და ხანდახან ამის მიღწევა მარტივი არაა, მაგრამ აუცილებელია. ვისურვებდი და იმედი მაქვს, ეს კონსენსუსი საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღწეული და ყველა საკითხზე იქნება თანხმობა 15 დეკემბერს. ეს საკითხი არა მხოლოდ მთავრობის, ოპოზიციის ან სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად მოსახლეობისთვის. ყველაფერი არის შესაძლებელი. ჩვენ არ გვაქვს დროის უქმად დახარჯვის ფუფუნება, ამიტომ ამ შესაძლებლობას პასუხისმგებლიანად უნდა მოვეკიდოთ და აქტიურად ვიმუშაოთ ყველა მხარესთან“, – აღნიშნა ანდრიუს კალინდრამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი