200 ტონის მქონე ეშმაკის ბორბალი დაატრიალა ბაგრატ ჟღენტმა, რითაც კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა უძლიერეს მამაკაცთა შორის. ღონისძიება გურიის გასართობ პარკ ციცინათელაში გაიმართა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაცია იყო. ასევე ერთ-ერთი მხარდამჭერი აჭარის სპორტის დეპარტამენტია.