საერთაშორისო არენაზე ძალისხმევას არ ვაკლებთ, რომ ყველა უკანონო ქმედება გავაპროტესტოთ - ჯუანშერ ბურჭულაძე

04 დეკემბერი 2023, 16:34 475 ნახვა

ჩვენ ძალისხმევას საერთაშორისო არენაზე არ ვაკლებთ, რომ გავაპროტესტოთ ყველა უკანონო ქმედება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ენგურზე საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ისინი არცერთ შემთხვევაში ლმობიერები არ იქნებიან უკანონო ქმედებებზე.

„ჩვენ ძალისხმევას საერთაშორისო არენაზე არ ვაკლებთ, რომ გავაპროტესტოთ ყველა უკანონო ქმედება. იცით, თქვენ ბოლო შემთხვევა საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ჩვენ ყველა პლატფორმაზე, მათ შორის, მე როდესაც მონაწილეობა მივიღე ახლა, სამმხრივ მინისტერიალში და სხვა მინისტერიალებში, ყველგან დავაფიქსირე, რა თქმა უნდა, ჩვენი უმკაცრესი პოზიცია ამ შემთხვევაში და ჩვენ არ ვიქნებით არცერთ შემთხვევაში ლმობიერები უკანონო ქმედებებზე“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი