ბათუმში,"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელიას ფლანგი ტოვებს.
სპეციალური განცხადება ბათუმის ოფისში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. გიორგი კირთაძის თქმით, გადაწყვეტილება მძიმე იყო, ყველა მცდელობა განხორციელდა პარტიაში ერთიანობის შესანარჩუნებლად, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ 2025 წლამდე პარტიაში არაფერი შეიცვლება.
"გვითხრეს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" წარდგება ისე, როგორც არის დღეს. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვტოვებთ "ნაციონალურ მოძრაობას". როცა იდეებიდან იცლება ის რისთვისაც იბრძვი, მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილებამდე მივდივართ. ვრჩებით ვარდების რევოლუციის იდეების ერთგული და ვაგრძელებთ ბრძოლას, პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსადგენად ამ ქვეყანაში. მიხეილ სააკშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი და ივანიშვილის ოლიგარქული მმართველობა უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. ამ ყველაფერს გავაკეთებთ უკვე ახალი პლატფორმიდან"- განაცხადა გიორგი კირთაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ, ასევე ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა.