''იუნესკოს'' მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილი მე-4 რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში დასრულდა.
ტურნირი 1 დეკემბერს გაიხსნა და დღეს ოფიციალური ღონისძიებებით დასრულდა.
რესპუბლიკურ ტურნირში 24 მუნიციპალიტეტის 250-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრი 7 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.
ღონისძიება აჭარის ქართული ჭიდაობის ორგანიზებით გაიმართა. გამარჯვებულები დღესვე დაჯილდოვდნენ.