თეატრალური ფესტივალი

03 დეკემბერი 2023, 11:15 645 ნახვა

ლიეტუვას სამოყვარულო თეატრების მე-12 საერთაშორისო  ფესტივალ "მასკარადასზე" ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა თეატრალურმა დასმა "ათინათი" ჟიურისა და მაყურებლის წინაშე დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი" წარადგინა. 

ფესტივალის ჟიურის სიმპათია და მაყურებლის რჩეული სპექტაკლის პრიზი "ათინათს" ერგო. ასევე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო დავით მორჩაძეს გადაეცა.

ჟიურიმ პრიზი მწერლის შთამომავალ  მსახიობს,  დავით კლდიაშვილსაც გადასცა ორი როლის ქართულ და ლიეტუვურ ენაზე ბრწყინვალე შესრულებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი