შეიარაღებული პირები ჩრდილოეთ პაკისტანში, ქალაქ ჩილასთან ავტობუსს თავს დაესხნენ. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 8 მგზავრი და დაშავდა 20-მდე პირი.
რეგიონული მთავრობის სპიკერის განცხადებით, თავდამსხმელებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.