ფიფამ 2023 წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა. შოტლანდიასთან ფრისა და ესპანეთთან მარცხის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი რეიტინგში 77-ე ადგილზე იმყოფება.
ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ლუქსემბურგი ფიფას რეიტინგში 83-ე ადგილზეა, ხოლო ფინალის პოტენციური მეტოქეებიდან საბერძნეთი 47-ეს, ყაზახეთი კი მე-100 პოზიციას იკავებს.
ფიფას განახლებულ რეიტინგში ცვლილება მოხდა ასევე ლიდერთა სამეულშიც, სადაც წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ბრაზილია მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა, მესამე პოზიციაზე კი ინგლისის ნაკრებმა გადაინაცვლა.