ხმაური და დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე

30 ნოემბერი 2023, 17:33 750 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

დაპირისპირების მიზეზი აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება გახდა.

ხმაური მოჰყვა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გამოსვლას, რომელმაც მთავრობის მუშაობა გააკრიტიკა. ოპოზიციის წევრების განცხადებით, ბიუჯეტი არასწორად იყო დაგეგმილი. მათივე შეფასებით, მთავარი საფინანსო დოკუმენტი იყო სეკვესტრირებული, მათ ჰქონდათ სხვა შენიშვნებიც.

აღნიშნულს "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან  რეპლიკები  მოჰყვა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სხდომაზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით შესვენება გამოცხადდა, მანდატურის სამსახურმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  დარბაზიდან დეპუტატების ნაწილი განარიდეს.

ხმაურის მიუხედავად, შესვენების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა, თუმცა ოპოზიციის წევრები სხდომათა დარბაზში აღარ დაბრუნებულან.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი