„საქართველოს ბოტანიკური ბაღები, არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები“ -თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსებიდან 111 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებაში ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენცია 2 დღიანია და მისი მიზანი ბაღების სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი გეგმების დასახვაა.