ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება გრძელდება. ამჟამად პარტიის თავმჯდომარეს მისივე თანაპარტიელი გიორგი მუმლაძე აკრიტიკებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი 2024 წლის არჩევნების შემდეგ ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობაზე მიუთითებს. იმავე მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - წევრებმა. რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში.