ბათუმსა და ქობულეთში შტორმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

28 ნოემბერი 2023, 09:53 651 ნახვა

მე-2 დღეა ბათუმსა და ქობულეთში მიყენებულ ზარალს ითვლიან, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში  7-ბალიანმა შტორმმა გამოიწვია.

თითქმის მთელს პერიმეტრზე დაზიანებულია ქობულეთში თამარ მეფის სანაპირო და ზღვისპირა ახალი ბულვარის საპლაჟო ინფრასტრუქტურა, ასევე დაიტბორა სახლების პირველი სართულები და დაზიანდა ფასადები, სასეირნო ბილიკი, მწვანე ნარგავები და ელექტრო გადამცემი ბოძები. 

სტიქიის გამო შეზღუდვებია ენერგო და გაზმომარაგებაში. შტორმმა დააზიანა ბუნებრივი აირის გამტარი მილი და ელექტრო სადენები. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება წყალი.

გვიან ღამემდე სამაშველო ჯგუფებს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს გადაკეტილი ჰქონდათ სანაპირო ზოლის ყველაზე კრიტიკული მონაკვეთები, სადაც გადაადგილება ქვეითებისთვის და ავტომობილებისთვის შეზღუდული იყო.

ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია სანაპიროსთან მდებარე ქობულეთის სასულიერო სკოლა-გიმნაზიაში. სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეები უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაითხოვა.

ბათუმისა და ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ  გამოდარებისთანავე ეტაპობრივად დაიწყება დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი