სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ კონცერტით დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდა.
ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში სოფლის ტურიზმის წარმოსაჩენად გამოფენა მოეწყო.
ტერიტორიას საშემოდგომო დეკორაციები ალამაზებდა, წარმოდგენილი იყო მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით.