„განდაგანა“ - ასე ჰქვია სოფლის ტურიზმის ფესტივალს, რომელიც დილიდან მიმდინარეობს, ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებითაა წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მოწვეული ბენდები იზრუნებენ.
ღონისძიების პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. ახლა სცენას კვარტეტი რანინა დაიკავებს. შემდეგ კი „გორდელა“ და მგზავრები, ასევე სცენას დაიკავებენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ბოლოს კი ტრიო „გოგლაურა“ და ბენდი „ქართული“.
მუსიკალური პროგრამები დღეს 11 საათამდე გაგრძელდება. ხვალ კი ევროპის მოედანზე მისულ სტუმრებს სხვა პროგრამა დაგხვდებათ.