20 წლის ფეხბურთელის კორონავირუსით გარდაცვალების საქმე

25 ნოემბერი 2023, 18:03 939 ნახვა

დარჩება თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი პატიმრობაში - სამსახურებრივი დაუდევრობის ბრალდებით დაკავებული ექიმის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, 20 წლის კოვიდ-ინფიცირებული ფეხბურთელის გარდაცვალება ქეთევან ცერცვაძის დაუდევრობამ გამოიწვია. ექიმმა პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარა, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.

დაკავებულის უფლებადამცველი გირაოს ითხოვს. 20 წლის ფეხბურთელი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს ვირუსი დამარცხებული ჰქონდა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში