პრეზიდენტი გორში სტუდენტებს შეხვდა

25 ნოემბერი 2023, 17:51 375 ნახვა

გორში, საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი გორს ევროპული კამპანიის ფარგლებში ეწვია და ხელოვნების სახლში ახალგაზრდებს შეხვდა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე სასაუბროდ.

გორის ხელოვნების სახლსა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხელმოწერები გროვდება - „ჩვენი ხმა ევროპას“. ხელმომწერები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილს აფიქსირებენ.

საქართველოს პრეზიდენტს ხელოვნების სახლის ფასადზე გამოფენილი საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაახვედრეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში