ბათუმის რელიგიის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეიცვალა ინტერიერი და ექსტერიერი, აღიჭურვა ავეჯითა და ტექნიკით, შეიქმნა ახალი ექსპოზიცია, რომელიც მოიცავს მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობის, ისლამის, იუდაიზმის, ბუდიზმის და კათოლიციზმის რელიგიურ წიგნებს, სარიტუალო ნივთებსა და ტანისამოსს, წარსულის ამსახველ იშვიათ ფოტოებს, სხვადასხვა საავტორო ტექნიკით შესრულებულ მართლმადიდებლურ ხატებს, ბარელიეფებს.
ექსპოზიციაში წარმოდგენილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ანაფორა.