20 წლის ფეხბურთელის კორონავირუსით გარდაცვალების საქმე

25 ნოემბერი 2023, 12:02 595 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი სასამართლო პროცესის მოლოდინშია. თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელის, ქეთევან ცერცვაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. 

მედიკოსს სამსახურეობრივ დაუდევრობას ედავებიან, რამაც 20 წლის კოვიდ-ინფიცირებული ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია.  პროკურატურის ცნობით, "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარდა, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.

20 წლის ფეხბურთელი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს ვირუსი დამარცხებული ჰქონდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში