დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობაში''

24 ნოემბერი 2023, 14:15 447 ნახვა

დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობაში'' გრძელდება მას შემდეგ, რაც ე.წ. მელიას ფლანგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მანიფესტს არ შეუერთდა. ახლა აქტუალურია საკითხი, როგორი იქნება მათი პოლიტიკური მომავალი, დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას თუ რომელიმე პარტიასთან გაერთიანდებიან. თუ პარტიიდან წევრების გარიცხვის საკითხი დადგება, მხარს არ დავუჭერ - აცხადებს გია აბულაძე.

ის მოუწოდებს მელიას ფლანგის წარმომადგენლებს წარადგინონ იდეები. აბულაძის თქმით, 11 პუნქტიან მანიფესტზე უარის თქმა გაუგებარია.

თავის მხრივ მელიას გუნდის წევრები ამბობენ, რომ ე.წ-ლი მგლის ბარათის მოლოდინში არიან.

ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე და ლევან გორგილაძე  აცხადებენ, რომ არაფერი ესაქმებათ იმ პარტიაში, საიდანაც გარიცხვით ემუქრებიან.

მელიას ფლანგი მალე გააცნობს ამომრჩეველს სად და რომელი პლატფორმიდან გააგრძელებენ ხელისუფლების ოპონირებას.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი