საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. „გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“ ფორუმს ირაკლი ღარიბაშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება და მთავრობის მეთაურთა სამიტზე სიტყვით გამოვა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.