ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს შენობაში ხანძარი გაჩნდა - ცეცხლი ლიკვიდირებულია

20 ნოემბერი 2023, 13:15 1592 ნახვა

ბათუმში, ზუბალაშვილის N 13-ში ხანძარია.

ცეცხლი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. აღნიშნული შენობა 4 სართულიანია.  ადგილზე იმყოფება სახანძრო და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი, ტერიტორიაზე დაკვამლიანებაა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ერთ-ერთ პირს სასწრაფოს  ეკიპაჟის დახმარება ადგილზე გაეწია. მოქალაქეების განცხადებით, სასტუმროში შემთხვევის დროს არავინ იმყოფებოდა.

ხანძრის ქრობის დროს, წყლის ჭავლის შედეგად დაზიანდა სასტუმროს მეპატრონის ქონება.

განახლება: 13:40 ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში