ისრაელის არმია ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს

20 ნოემბერი 2023, 10:08 487 ნახვა

ისრაელის არმია ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. საავადმყოფოების კომპლექსის ტერიტორიაზე გააქტიურებული რეიდების შედეგად, "ცაჰალის" ჯარისკაცებმა სამკურნალო დაწესებულების ქვეშ, 55 მეტრი სიღრმის კიდევ ერთ გვირაბს მიაგნეს, სადაც „ჰამასის“ ერთ-ერთი შტაბი იყო განთავსებული.

ისრაელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ღაზის სექტორის ყველაზე დიდი საავადმყოფოს ქვეშ პალესტინელი ბოევიკების მიერ გათხრილი გვირაბია ნაჩვენები. მიუხედავად იმისა, რომ "ჰამასმა" აღიარა, რომ მას აქვს ასობით კილომეტრიანი საიდუმლო გვირაბების ქსელი, ბუნკერები და მისასვლელი შახტები მთელ პალესტინის ანკლავში, უარყოფს, რომ ისინი განლაგებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ქვეშ, როგორიცაა საავადმყოფოები. 

ისრაელის არმია ავრცელებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, რომლებზეც "ჰამასის" ბოევიკების მიერ ისრაელიდან 7 ოქტომბრის  მათი თავდასხმის დღეს გატაცებული მძევლების შიფას საავადმყოფოში შეყვანაა დაფიქსირებული.

პალესტინის ისლამისტურმა დაჯგუფებამ მანამდე განაცხადა, რომ რამდენიმე მძევალი საავადმყოფოებში გადაიყვანა სამკურნალოდ. "ჰამასის" ტყვეობაში 240 მძევალი რჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი