სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ შინ მოქმედი ჩემპიონი რუსთავის „ხარები“ დაამარცხა

18 ნოემბერი 2023, 16:20 1029 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის მე-8 ტურის შეხვედრაში, მოქმედ ჩემპიონს რუსთავის „ხარებს“ უმასპინძლა და 10:0 დაამარცხა.

ირაკლი ნინიძის გუნდმა ორივე ტაიმში მეტოქეს თითო-თითო ლელო დაუდო. დუბლის შესრულება შეხვედრაში, ვიტალი ირემაძემ მოახერხა.

ამ დროისთვის შავიზღვისპირელები რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 25 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.

მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 26 ნოემბერს სტუმრად ოზურგეთის „არწივების“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი