პრეზიდენტის მორიგი ინტერვიუ

18 ნოემბერი 2023, 15:04 600 ნახვა

ევროკომისიის გადაწყვეტილება, რუსეთის აგრესია და საქართველოში მიმდინარე მოვლენები - პრეზიდენტმა ინტერვიუ ამჯერად "ფრანს 24"-ს მისცა.

სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთვის დასავლეთიდან არავის უთხოვია, ეროვნულ დონეზე შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, საქართველო უერთდება საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს და მნიშვნელოვანია, ეს ხმამაღლა ითქვას.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი თავს ჯერ საქართველოს დაესხა, შემდეგ კი – უკრაინას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი