სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

17 ნოემბერი 2023, 20:09 507 ნახვა

„მინისტრის საათის“ პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში სიტყვიერი დაპირისპირება იყო, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა. ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია. დაპირისპირების შემდეგ წითლიძემ მგალობლიშვილის ალკო ტესტით გადამოწმება მოითხოვა, რასაც მალევე ქართული ოცნების ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა. თემას გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტიც, სალომე ზურაბიშვილმა ფაქტს „არნახული სირცხვილი“ უწოდა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში