რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენის კულტურის ცენტრი იხსნება

17 ნოემბერი 2023, 14:11 883 ნახვა

თურქეთის ქალაქ რიზეში, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენის კულტურის ცენტრი იხსნება.

ცენტრი სტუდენტებს საშუალებას მისცემს ქართველი მწერლების შემოქმედებასა და საქართველოს ისტორიას  გაეცნონ.

უნივერსიტეტში უკვე მოეწყო პატარა ბიბლიოთეკა, სადაც ქართული ლიტერატურა განთავსდება. 

რიზეს უნივერსიტეტში 2016 წლიდან ასწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას. გასულ წელს კი ფაკულტეტმა ხუთწლიანი აკრედიტაცია  გაიარა.

წლების განმავლობაში ქართული ენის დაუფლების მსურველთა რიცხვი იზრდებოდა. წელს ფაკულტეტს 70 სტუდენტი ჰყავს.

ოფიციალური ცერემონია თურქეთის დროით სამი საათისთვისაა დაგეგმილი და მას ტრაპიზონში საქართველოს კონსული, საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ქართველი მეცნიერები დაესწრებიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი