შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან

17 ნოემბერი 2023, 10:55 1016 ნახვა

ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში სამი კვარტლის შედეგები, მიმდინარე პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს.   

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკურორტო ზონების განვითარებასა და სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე. 

ითქვა, რომ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია გეგმავს მარკეტინგული საქმიანობის გააქტიურებას ევროკავშირის, სკანდინავიის ყურის ქვეყნების, აშშ-ის, ჩინეთის, ინდოეთისა და იაპონიის ტურისტულ ბაზარზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი