პარლამენტში ელოდებიან იუსტიციის მინისტრს, რომელიც დღეს მისივე უწყების საქმიანობას შეაჯამებს. მას შემდეგ, რაც რატი ბრეგაძე მოხსენებას დაასრულებს, უპასუხებს დეპუტატების შეკითხვებსაც და უკვე ცნობილია რა აინტერესებს ოპოზიციას.
კითხვებს შორისაა ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ძველ პირადობებს ეხება და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც სავარაუდოდ ოპოზიციასთან ერთად მმართველ პარტიასაც ექნება, ეს ეხება ექს-პრეზიდენტის კლინიკიდან საპატიმროში გადაყვანას.