ალ-შიფას საავადმყოფოსთან "ჰამასის" მიერ გატაცებული ერთ-ერთი მძევლის ცხედარი იპოვეს - ისრაელის თავდაცვის ძალები

17 ნოემბერი 2023, 10:01 483 ნახვა

ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფო კომპლექსში ტერორისტების ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს.

უწყების განცხადებით, ასევე აღმოჩენილია მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო განთავსებული.

გავრცელებულ ინფორმაციას „ჰამასი“ უარყოფს“ და ისრაელს ცრუ სცენარებისა და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ერთ-ერთი მძევლის ცხედარი იპოვეს. მძევალი „ჰამასის“ მებრძოლებმა ღაზის სექტორთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი სოფლიდან, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, არსებობდა ძლიერი მინიშნებები, რომ ჰამასს გატაცებული მძევლები საავამდყოგოში ჰყავდა, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჰოსპიტალში შევიდნენ, თუმცა იქ მძევლები აღარ იყვნენ.

რთული ვითარება რჩება ღაზის სექტორში, სადაც საკვების გარდა, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საწვავის დეფიციტიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში