დღეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას ეთამაშება

16 ნოემბერი 2023, 10:46 820 ნახვა

დღეს საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩს სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სვანაძის გუნდმა გიბრალტარი (2:0) და მოლდოვა (1:0) დაამარცხა, ნიდერლანდებთან წააგო (0:3), ხოლო შვედეთთან ფრეს (0:0) დასჯერდა 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული გუნდები ჯგუფში 7 ქულით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდების ნაკრებს 12 ქულა აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში