ლევან ლორთქიფანიძემ გახარიას გუნდი დატოვა

16 ნოემბერი 2023, 10:51 407 ნახვა

გახარიას გუნდი კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. ლევან ლორთქიფანიძემ პარტიის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. ერთ-ერთ მიზეზად ბოლო პერიოდში პარტიის „ნაციონალურ მოძრაობასთან„ გაიგივება დაასახელა.

„დიდი წარმატებაა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელიც მმართველი პარტიის მუშაობას უკავშირდება„ - წერს ფეისბუქ გვერდზე ლევან ლორთქიფანიძე. ყოფილი პრემიერის პარტიის ასევე ყოფილი წევრი მხოლოდ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით შემოიფარგლა,  სატელევიზიო კომენტარს კი არ აკეთებს.

ასევე არაფერს ამბობენ ყოფილი თანაგუნდელები, ერთადერთი ვინც დღეს ლორთქიფანიძის განცხადება შეაფასა ანა ბუჩუკურია.  მას უკვე ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელწერას აგონებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში