ქვეყნის ბიუჯეტი მომავალ წელს 28,5 მილიარდი ლარი იქნება. დაგეგმილია პენსიის, მასწავლებელთა და საჯარო მოხელეთა, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების ზრდა.
მთავარ ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი დღეს წარადგენს. ბიუჯეტის ამ ვერსიას იწუნებს ოპოზიცია, მიაჩნიათ, რომ ისეთი ხარჯებია გაწეული, რომლებიც ხმარდება ბიუროკრატიას, არის არაეფექტიანი, გამიზნულია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ბიზნესებისათვის.
ტავად მინისტრი კი აცხადებს, რომ გაზრდილი ბიუჯეტის პრიორიტეტები შესაბამისობაშია ქვეყნის პრიორიტეტებთან, და რომ განათლებისა და ჯანდაცვის ჯანდაცვის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.
იგივე შეფასებები აქვთ სახელსიფლებო პარტიაშიც და ამბობენ, რომ ბიუჯეტი დაბალანსებულია და ქვეყნის საჭიროებებს სრულად არის მორგებული.