დღეს პარლამენტი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

15 ნოემბერი 2023, 10:26 474 ნახვა

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.

მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს. ბიუჯეტი 28,5 მილიარდი ლარია. დოკუმენტის მიხედვით, თანხა ხელფასების ზრდას, პროექტების დაფინანსებას, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის, ასევე, სოციალურ მიმართულებებს უნდა მოხმარდეს.

ბიუჯეტის მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი დაბალანსებულია და ქვეყნის საჭიროებებს სრულად არის მორგებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი