უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 60-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

15 ნოემბერი 2023, 09:54 372 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმვლობაში 60-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა 8 სარაკეტო და 59 საჰაერო დარტყმა განახორციელა, 49 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"ავდეევკას მიმართულებით, მტერი არ ტოვებს ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობებს - თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 17 შეტევა. ბახმუტის მიმართულებით ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლების 12 თავდასხმა, ხოლო მარინსკისში - რუსების 20 თავდასხმა"-აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ინფორმაციით, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში 140-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.

მათივე ცნობით,ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 10 დარტყმა განახორციელეს იმ ადგილებში, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკაა თავმოყრილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში